PDF
დაბრუნდით უკან

განახლდა: 27/07/2020

ძვირფასი ლითონებით ვაჭრობა Paysera სისტემაში *

ზოგადი ხელშეკრულება-საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულება.

ძვირფასი ლითონები- ოქრო (XAU), ვერცხლი (XAG) და პლატინა (XPT). ძვირფასი ლითონები არ წარმოადგენს ელექტრონულ ფულს.

ოქრო- სერთიფიცირებული ოქროს ზოდები ან ოქროს მონეტები (XAU), გამოშვებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ, რომლის სუფთა ოქროს წონა იზომება ტროას უნციაში (უნცია) ან გრამებში (გ). სერტიფიცირებული ოქროს პროდუქცია სხვაგვარად ცნობილია, როგორც საინვესტიციო ოქრო, ექვემდებარება დღგ-ს 0 განაკვეთს.

ოქროს საგანი- ოქროს ზოდი ან ოქროს ერთეული. 

მომხმარებლის საკუთრება- ფლობდნენ ძვირფასი მეტალის ერთეულებს ან მათ ნაწილებს. 

1. აღნიშნული წესები ძვირფასი მეტალით ვაჭრობისა და შენახვის შესახებ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც წესები) წარმოადგენს ზოგადი ხელშეკრულების დანართს, ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც აქვს Paysera ანგარიში, რომელმაც მიიღო ან იყიდა ძვირფასი ლითონი Paysera-ს სისტემაში, ასევე მომხმარებლის საკუთრების შესანახად Paysera სისტემაში.

2. მომხმარებელი არის საგანი ყველა პირობისა, რომელიც მოცემულია ზოგად ხელშეკრულებაში და გარდა ამისა, წინამდებარე წესებით დადგენილთათვის. აღნიშნულ წესებში გამოყენებულ დეფინიციებს აქვთ თავიანთი მნიშვნელობა, რომელიც მოცემულია ზოგად ხელშეკრულებაში.

3. მომხმარებელს, რომელიც ფლობს Paysera ანგარიშს აქვს შესაძლებლოვა შეიძინოს ძვირფასი ლითონები Paysera LT, UAB-სგან, ელექტრონული ფულის მათი Paysera ანგარიშის გამოყენებით, Paysera-ს მიერ დადგენილი ტარიფებით (იყიდება წონის ღირებულების მიხედვით). შესყიდვისთვის შემოთავაზებული ძვირფასი ლითონის ყველაზე მცირე რაოდენობაა 0.00001 ტროა უნცია.

4. ძვირფასი ლითონის შეძენისას მომხმარებელი იხდის ბირჟის1 ფასს დამატებითი საკომისიოს გარეშე, ხოლო Paysera 1% მარკირებას. Paysera გამოიყენებს დამატებით 1%-იან მარკირებას ბირჟის ფასზე, რათა გააკონტროლოს გაცვლითი ფასების რყევების რისკი შაბათ-კვირას და სამუშაო დღეებში, საღამოს 6 საათიდან დილის 8 საათამდე.

5. სავაჭრო ტრანზაქციის დასრულების შემდეგ მომხმარებლის საკუთრება აისახება მის Paysera-ს ანგარიშზე - ძვირფასი ლითონის რაოდენობა, რომელსაც თავად ფლობს (და ზოდი/მონეტა, თუ მომხმარებელი აირჩევს მას) და ფულადი ღირებულება (გაცვლის ფასი) მის ძირითად ვალუტაში. თუ მომხმარებელი შეიძენს ზოდის მხოლოდ ნაწილს, მომხმარებლის ანგარიშზე გამოჩნდება მთლიანი ზოდის სილუეტი მომხმარებლის მიერ შეძენილი ნაწილის აღნიშვნით.

6. სავაჭრო ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ძვირფასი ლითონის განსაზღვრულ რაოდენობაზე (პროდუქტზე) იძენს საკუთრების უფლებას, იმავე ან არაუგვიანეს მომდევნო დღეს. მომხმარებელს შეუძლია შეაგროვოს შეძენილი ძვირფასი მეტალების ოდენობა, პირადად, 2 სამუშაო დღის განმავლობაში Paysera-ს ფილიალში. თუ იგი 2 სამუშაო დღის განმავლობაში არ შეგროვდება, ფულადი შენახვის მომსახურებისთვის გათვალისწინებული იქნება ყოველთვიური საკომისიო. მომხმარებელს ასევე შეუძლია შეაგროვოს მის საკუთრებაში არსებული ძვირფასი ლითონის რაოდენობა Paysera-ს სისტემაში დამატებითი მომსახურების - მიწოდების- შეკვეთით (პუნქტი 9).

7. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ერთ გრამზე ნაკლები ძვირფასი ლითონი, მაგრამ იგი გახდება მისი ერთობლივი მფლობელი Paysera-სთან ერთად. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ერთობლივ საკუთრებაში არსებულ ურთიერთობას ან არ იცის მისი სამართლებრივი შეზღუდვები, მისთვის არ არის რეკომენდებული ძვირფასი ლითონის ნაწილებად შეძენა.

8. Paysera საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეზღუდვის გარეშე შეაგროვოს შეძენილი ოქროს ერთეული დაწყებული 1 გ ბარიდან. მომხმარებელი, რომელიც შეიძენს ერთ გრამზე ნაკლებს და სურს მისი შოგროვება, პირადად, შეუძლია აირჩიოს შემდეგი:

8.1. მიუთითეთ აღნიშნული შეძენის დროს ან მისი შესანახად შეყვანის შემდგომ და აცნობეთ Paysera-ს ოქროს გატანამდე 2 სამუშაო დღით ადრე. ამ შემთხვევაში ოქროს ერთეულის ნაწილი იყოფა ნატურით (ოქროს ფოთლის ნაჭერი იჭრება და ა.შ.), რომლის ღირებულება უდრის მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ოქროს ნაწილის ღირებულებას2;

8.2. მომხმარებელი ყიდულობს დარჩენილ ოდენობას და ამ გზით იძენს მთელ ზოდს/მონეტას.

8.3. Paysera გამოისყიდის მომხმარებლისგან ოქროს ნაწილს, რომელსაც იგი ფლობს იმ დროისათვის ხელმისაწვდომი და მოქმედი სავაჭრო პირობების შესაბამისად.

9. მომხმარებელს, ძვირფასი ლითობენის შეძენისას, შეუძლია შეუკვეთოს მიწოდების მომსახურება განსაზღვრულ ადგილმდებარეობაზე, მიტანის საკომისიოს გამოყენებით3 რომელიც ფარავს ტრანსპორტირების ხარჯებს. 

10. შეძენისას თუ მომხმარებელი ვერ მოახერხებს 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეძენილი ძვირფასი ლითონების შეგროვებას, დამატებითი- შენახვის- მომსახურების Paysera-ს საცავისთვის ავტომატურად აქტიურდება აღნიშნული რაოდენობისთვის განსაზღვრული ყოველთვიური საკომისიო გადასახადი (Paysera იღებს ვალდებულებას შეინახოს მომხმარებლის მიერ შეძენილი ოქროს ნივთი განცალკევებულად, საცავში, ხოლო მომხმარებელი იღებს შენახვის საკომისიოს გადახდის ვალდებულებას).  

11. მომხმარებელს შეუძლია გადააბაროს ძვირფას მეტალზე საკუთრების უფლება, გადახდის გარეშე, სხვა Paysera მომხმარებელს, Paysera სისტემაში. მინიმალური ოდენობა, რომლის გადაბარებაც შესაძლებელია Paysera სისტემაში არის 0.00001 ტროა უნცია, ე.ი. ძვირფასი ლითონის უმცირესი ნაწილი, რომელიც შეიძლება გაიყოს. Paysera სისტემაში გადარიცხვა მყისიერია.  

12. მომხმარებელს შეუძლოია გაყიდოს საკუთარი ძვირფასი ლითონები Paysera სისტემაში ელექტრონულად, ნებისმიერ დროს და Paysera-ს აქვს უფლება შეისყიდოს მომხმარებლისგან ძვირფასი ლითონები იმ დროისათვის ხელმისაწვდომი და მოქმედი სავაჭრო პირობების შესაბამისად.

13. მომხმარებლისთვის აკრძალულია მათ მფლობელობაში არსებული ოქროს გადაცემა სხვა Paysera მომხმარებლებისთვის Paysera სისტემაში გადახდის (ვაჭრობის) სანაცვლოდ. აღნიშნული პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში Paysera პირველ რიგში აცნობებს მომხმარებელს; განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლის Paysera ანგარიში შეიზღუდება, ხოლო ძვირფასი ლითონის ნივთი გამოისყიდება ან დაუბრუნდება მომხმარებელს და შენახვის მომსახურება შეწყდება. 

14. მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობასა და რისკს გარიგებაზე. მომხმარებელი ადასტურებს, რომ იცის ძვირფასი ლითონების პოტენციური ფასის რყევის შესახებ და ამასთან დაკავშირებით არ გამოთქვამს რაიმე საჩივარს Paysera-ს წინააღმდეგ. მომხმარებელმა შეიძლება განიცადოს ზარალი, როდესაც შეძენილი ძვირფასი ლითონების გაცვლის ფასი მცირდება, ასევე, როდესაც მომხმარებელი არ იხსნის მათი საკუთრებისა და მზრუნველობის პასუხისმგებლობას, როდესაც სერტიფიცირებული ოქრო ექვემდებარება გადასახადებს ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა უარესდება, ძვირფას ლითონებში ინვესტირების გამო.  

15.ძვირფას მეტალებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა შესაძლოა გადაწყდეს Paysera-სთან მოლაპარაკების გზით. თუ დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკებების გზით მომხმარებელს, თუ იგი ფიზიკური პირია, შეუძლია მიმართოს ლიეტუვას რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო ორგანოს ან უახლოეს მომხმარებელთა ევროპულ ცენტრს. თუ დავა ვერ გადაწყდება მეგობრულად ან დავის გადაწყვეტის სხვა არასასამართლო საშუალებებით, იგი გადაწყდება ლიეტუვას რესპუბლიკის კანონის შესაბამისად ვილნიუსის რეგიონალურ სასამართლოში.

* ლიეტუვას კვლევის ოფისმა დაამატა Paysera ერთეულების ჩამონათვალში, რომლებსაც შეუძლიათ ჩაერთონ საინვესტიციო ოქროს სარეალიზაციო საქმიანობაში და ძვირფას ლითონებთან და ძვირფას ქვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში (ლიცენზია ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან). აღნიშნულ საქმიანობას ზედამხედველობს ლიეტუვას კვლევის ოფისი.

#

1ძვირფასი ლითონების მსოფლიო განაკვეთები აღებულია https://currencylayer.com-დან,, რომელიც უზრუნველყოფს მათ მოქმედ ბირჟებს განსაზღვრულ დროს.

2 მსგავს შემთხვევებში ინვესტირებული ოქრო შესაძლოა გადაიქცეს ჩვეულებრივ ოქროდ რომელიც დაექვემდებარება დღგ-ს.

3 მიწოდების საფასური გამოითვლება ავტომატურად და დამოკიდებულია მიწოდების ადგილსა და მიმწოდებელი კომპანიის ტარიფებზე.