24. რა მოხდება ჩემი მონაცემების ცვლილებისას?
დაუყოვნებლივ გვაცნობეთ თქვენი სახელის, მისამართის, ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის ცვლილების შემთხვევაში. თქვენს ანგარიშთან დაკავშირებით თქვენთან დაკონტაქტების შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ საკონტაქტი ინფორმაციას, რომლეიც თქვენ მოგვაწოდეთ. ჩვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ელ.წერილი ან SMS შეტყობინება მიიჩნევა მიღებულად, მისი თქვენთვის გამოგზავნის წამიდან. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ინფორმაციის მიღებაზე, თუ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შესახებ არ მოგვაწვდით ინფორმაციას.
25. როგორ გამოიყენება ჩემი პერსონალური მონაცემები?
ჩვენ ვაკონტროლებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც ჩვენ თქვენთვის ანგარიშის გასახსნელად/ სამართავად და თქვენთვის მომსახურების გასაწევად ვიყენებთ. თქვენ ეთანხმებით, რომ მივიღოთ წვდომა, დავამუშავოთ და შევინარჩუნოთ თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია თქვენთვის საგადახდო მომსახურების გაწევის მიზნებისთვის ან სხვაგვარად ამ შეთანხმების შესასრულებლად. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პეროსნალურ მონაცემებს, გთხოვთ, იხილოთ პერონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე, თქვენი ანგარიშის დახურვით.
26. შეიცვლება თუ არა აღნიშნული წესები და პირობები?
ჩვენ შესაძლოა შევცვალოთ აღნიშნული წესები და პირობები, თქვენთვის ელ.ფოსტის ან ურთიერთშეთანხმებული სხვა საშუალებებით ცვლილების შეტანამდე ორი თვით ადრე. მივიჩნევთ, რომ ეთანხმებით ცვლილებას. თუ ცვლილებას არ ეთანხმებით, შეგვატუობინეთ მის განხორციელებამდე და ჩვენ დაუყოვნებლივ გავაუქმებთ თქვენს ანგარიშს. თუ თქვენ გააუქმებთ ანგარიშს, ჩვენ დაგიბრუნებთ მასზე არსებულ ნაშთს და არ დაგეკისრებათ საკომისიო გადასახადი.
ანგარიშის წესებისა და პირობების განახლებული ვერსია, ისევე როგორც ნებბისმიერი შეტყობინება სამომავლო ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებ გვერდზე. თქვენ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ ჩვენი ვებ გვერდი და თქვენი ონლიან პორტალი მსგავსი შეტყობინებებისა და ცვლილებებისთვის.
27. როდის შეიძლება გაუქმდეს Visa საგადახდო ბარათი და ანგარიში?
დროდადრო თქვენ შესაძლოა შეგეზრუდოთ თქვენი ბარათითა ან ანგარიშით სარგებლობის უფლება, ე.ი. როდესაც ჩვენ ვასრულებთ სისტემის ტექნიკურ მომსახურებას. ასეთ შემთხვევებში, თქვენ ვერ შეძლებთ:
(ა) გამოიყენოთ თქვენი ბარათი შესყიდვებისთვის ან გაანაღდოთ თანხა ATMs-დან და/ან
(ბ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშებისა და /ან უკანასკნელი ტრანზაქციების შესახებ.